პროდუქცია & მომსახურება

 

ავტომობილის თხევადი (LPG)  და ბუნებრივი (CNG) გაზის  აპარატურა  AEB DIGITRONIC ხარისხისა და საიმედოობის გარანტიაა.

ავტომობილის საწვავად  თხევადი (LPG) და ბუნებრივი (CNG) აირის გამოყენების მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რასაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის ტენდენცია განაპირობებს. რამდენიმე წლის წინ ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების საერთო მაჩვენებლის უმეტეს წილს სატვირთო მანქანები შეადგენდა, დღეს ამ სეგმენტში უკვე მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილები დომინირებს.

AEB DIGITRONIC წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის და მაღალი დონის სისტემას მსოფლიოში. მისი პრიორიტეტი ძრავის მუშაობის რესურსის შენარჩუნება და ბენზინის სისტემასთან სინქრონული მუშაობაა.

აპარატურა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის კომპიუტერით და მაქსიმალურად ხანგრძლივი რესურსის მქონე ინჟექტორებით, რომელიც მორგებულია რთული ტიპის ძრავებზეც. მათი მაღალტექნოლოგიური მახასიათებლები უზრუნველყოფენ კომპიუტერის ბრძანებების შესრულებას და ავტომობილის ძრავში აირის ნაკადის მიწოდების დოზირებას სწორად და თანაბრად, მილიწამების სიზუსტით ახორციელებს. აპარატურა აღჭურვილია (OBD) სისტემით, რომელიც თავსებადია და ინტეგრირებულია ავტომობილის კომპიუტერის სადიაგნოსტიკო სისტემასთან (OBD) და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ძრავის მუშაობას გაზზე იმავე სიზუსტით უზრუნველყოფს, როგორც ბენზინზე, ამიტომ გაზზე მუშაობის დროს ყველა პარამეტრი ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. ექპლუატაციაში გაშვებამდე სისტემა კომპანიის სპეციალისტების მხრიდან გადის მაღალი ხარისხის კონტროლს დინამიურ მახასიათებლებზე, ხმაურზე, ვიბრაციაზე. წარმოებისა და კომპლექტაციის პროცესში ყველა დეტალი იტესტება საერთაშორისო ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, უსაფრთხოების წესების და სტანდარტების მკაცრი დაცვით.
AEB DIGITRONIC-ის გაზის სისტემას მაღალი ეფექტურობა აქვს როგორც მცირე მოცულობის, ასევე დიდძრავიან და Turbo, Bi Turbo და Compressor ძრავიან ავტომობილებზე, რასაც უზრუნველყოფს რედუქტორი, რომელიც მუშაობს 400 ცხენისძალის მქონე ძრავებზე. გაუმჯობესებული მაღალწნევიანი რედუქტორის დახმარებით მაქსიმალურად გამოირიცხება მუშაობის პროცესში წნევის ვარდნა, რაც უზრუნველყოფს ავტომობილის ძრავის სიმძლავრის შენარჩუნებას, აირის სწორად წვას და სისტემის გამართულად მუშაობას, რაც საწვავის მოხმარების ეკონომიას 40 – 60 % – მდე ზრდის.
სისტემა საერთაშორისო ხარისხის ყველა სტანდარტს და მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. მნიშვნელოვნად ამცირებს ავტომობილის გამონაბოლქვს და ორჯერ ნაკლებად აბინძურებს გარემოს ვიდრე სხვა ტიპის საწვავი.   ვიდეო
ავტომობილზე გაზის მოწყობილობის ინსტალაცია ხდება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალი დონის სპეციალისტების მიერ.

სისტემის დამონტაჟებამდე კომპანიის სერვისში ხდება ავტომობილის დათვალიერება, დიაგნოსტიკა და ავზის (ბალონის) ფორმის და მოცულობის შერჩევა.  

ჩვენთან მიღებულ მომსახურებაზე გაიცემა 2 წლიანი საგარანტიო საბუთი.

კომპანიაში „მეტალ სერვისი“  შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის ონლაინ განვადებით, ასევე საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის, და ვითიბი ბანკის განვადებით.